დიკუსია – მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი და კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგია

Invitation - MDF

15 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზ. 13) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანია  ევროინტეგრაციის პროცესისადმი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების, აზრის გამოკითხვების შედეგების განხილვა და ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მსჯელობა.

დისკუსიაზე გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია – მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ პრეზენტაცია. ასევე განხილული იქნება CRRC-ის მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ შედეგები. კომუნიკაციის ექსპერტები აღნიშნული კვლევების და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემდგომი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელებენ.

დღის  წესრიგი:

მისასალმებელი სიტყვა

14:00 – 14:10 – თამარ ქაროსანიძე, ACCESS-ის პროგრამის ხელმძღვანელი

პრეზენტაციები:

14:10 – 14:30 – თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე; ლელა ხომერიკი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი – „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ – კვლევის  შედეგების პრეზენტაცია და რეკომენდაციები.

14:30 – 14:50 –  კობა თურმანიძე, CRRC საქართველოს ხელმძღვანელი  – კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ შედეგების შესაძლო გამოყენება ევროინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვაში 

14:50 – 15:10 – ეჰტელ ჰალისტე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის კომუნიკაციისა და სახალხო დიპლომატიის ექსპერტი – ესტონეთის გამოცდილების გაზიარება: მოსაზრებები ევროინტეგრაციის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით 

15:10 – 15:30 – სალომე სამადაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია რუსეთის პროპაგანდისა და ევროკავშირისადმი მზარდი სკეპტიციზმის ფონზე

 15:30 – 15:50 – მარიამ რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის სახელმწიფო სტრატეგია: წარსულის შეფასება, სამომავლო გეგმები.  

15:50 – 17:00დისკუსია

Write a Comment

Leave a Reply

<