“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” ბათუმში მოქალაქეების ჩართულობის ეფექტური მექანიზმის დანერგვას უწყობს ხელს

“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” ბათუმში მოქალაქეების ჩართულობის ეფექტური მექანიზმის დანერგვას უწყობს ხელს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალი უკვე 10 წელზე მეტია ბათუმში სამოქალაქო ჩართულობის და თვითმმართველობის ღიაობის გასაძლიერებლად მუშაობს. 2015 წლიდან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ (რომლის მიხედვით მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და მექანიზმები განისაზღვრა), EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალი აქტიურ კამპანიას ეწეოდა, რათა კანონით უზრუნველყოფილი  ჩართულობის მექანიზმები პრაქტიკაში დანერგილიყო. გარდა ამისა, ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს ადგილობრივ მოქალაქეებთან და აძლიერებს მათ, რომ დაიცვან საკუთარი ინტერესები და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სამოქალაქო ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – საკონსულტაციო/სათათბირო ორგანო, რომლის წევრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები არიან. 2016 წლის მარტში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა მერიასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და დებულებით დამტკიცდა საბჭოს საქმიანობის რეგულაციები. ამ პროცესის მხრადაჭერის და დახვეწის მიზნით „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ საკონსულტაციო ჯგუფი შექმნა. ჯგუფმა შეისწავლა როგორც ადგილობრივი საბჭოების მუშაობის სპეციფიკა, ასევე საერთაშორისო გამოცდილება და მერიას საბჭოს ეფექტურად ფუნქციონირების შესახებ რეკომდენაციები წარუდგინა. მიუხედავად მცდელობისა, სამწუხაროდ იმ პერიოდში ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გააქტიურება ვერ მოხერხდა.  თუმცა, „სამოქალაქო საზოგადოების  ინსტიტუტს“ არ შეუწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებნით. 2018 წლის ივნისში, ქალაქის ახალმა მერმა დაამტკიცა მერიასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი დებულება. საბჭოს ამ მოდელში სრულად გათვალსწინებულია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის  რეკომენდაციები. ცვილელებები შეეხო ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცა საბჭოს ფორმირება, წევრების უფლებამოსილება, საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი.

განახლებული მოდელი მოქალაქეთა უფრო ფართო და ეფექტურ ჩართულობას უზრუნველყოფს. წინა მოწვევის საბჭოს წევრებს უშუალოდ ქალაქის მერი იწვევდა, ახლა კი წევრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგნლები (არასამთავრობო ორგანიზაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სტუდენტური თვითმმართველობა და სხვ.) წარადგენენ, რის შემდეგ მერი ამტკიცებს შემადგენლობას. საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევენ საბჭოს წევრები, წინა ვერსიაში კი თავმჯდომარეს თავად მერი ირჩევდა. ძველი დებულებით არ იყო განსაზღვრული საბჭოს უფლებამოსილება, ამჟამად კი დეტალურად არის გაწერილი საბჭოს უფლებამოსილება, რის საფუძველზეც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის რეალური და ქმედითი ბერკეტები გაუჩნდა: საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მერის საქმიანობა, ჩაერთოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და განიხილოს ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთვის მის წარდგენამდე; განიხილოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები; წარუდგინოს მერს წინადადებები თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები მუნიციპალიტეტისთვის მნშველოვან საკითხებზე და სხვ.

ვინაიდან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ფართო საზოგადოების ინტერესები უნდა გაატაროს,  მნიშვნელოვანია მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საბჭოს საქმიანობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც ბათუმის მერიამ გაითვალისწინა “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” რეკომენდაცია: ახალი დებულებით მრჩეველთა საბჭოს სხდომის თარიღი და დღის წესრიგი გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე სხდომამდე მინიმუმ 2 დღით ადრე. სხდმის ჩატარების შემდეგ სხდომის ოქმი განთავსდება მერიის ვებგვერდზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეულია დაესწროს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომებს. გარდა ამისა, მრჩეველთა საბჭო წელიწადში ერთხელ წარადგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის და საზოგადოების წინაშე.

2018 წლის 11 ივნისს მერმა  სხვადასხვა სექტორის მიერ წარადგენილი საბჭოს წევრები დაამტკიცა. საბჭოს ერთ-ერთი წევრი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, ნათია აფხაზავა გახდა. არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში ასევე შედიან საზოგადოება “ბათომის” და “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” წარმომადგენლები. საბჭოს პირველი სხდომა უახლოეს მომავალში ჩატარდება.

Write a Comment

<