კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე (You Have the Right to Know)

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS–ის პროექტის ანგარიში  საზოგადოებას

 კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე (You Have the Right to Know)

თარიღი: 24 თებერვალი

დრო: 15:00-17:00

ადგილი: ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი:  ჭავჭავაძის ქ. 14, ოზურგეთი

24 თებერვალს, ოზურგეთში გამართულ საჯარო შეხვედრაზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს ერთი წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან და სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს დაეხმარება, თავისი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად მოარგოს საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

Categories: