პედიატრიული პაციენტების და მათი მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა პანდემიის დროს

პედიატრიული პაციენტების და მათი მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა პანდემიის დროს

ბოლო თვეებში თბილისის ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო მთლიანად კოვიდმიმღებად გადაკეთდა, რის გამოც კლინიკაში არსებული ფსიქო-სოციალური სამსახურის მუშაობა დროებით შეწყდა. კოვიდინფიცირებული ბავშვები სტაციონარში ყოფნის დროს ვეღარ იღებდნენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რაც მათ სტრესის შემცირებაში და საავადმყოფოს გარემოსთან შეგუებაში ეხმარება.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ფსიქოლოგთა ჯგუფმა ბოლო 4 თვის მანძილზე სტაციონარში მყოფ ბავშვებს და მათ მშობლებს (დაახლოებით 200 ადამიანი) ფსიქოთერაპიული დახმარება გაუწია. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი და გასაფერადებლები, რომელშიც აღწერილია სამედიცინო ინვენტარი, მანიპულაციები და საავადმყოფოს გარემოს დეტალები. ეს მასალები ბავშვს დაეხმარება გაიაზროს, თუ რა გზის გავლა მოუწევს კლინიკაში შესვლის შემდეგ. საინფორმაციო მასალების გამოყენება სხვა კლინიკებსაც შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

Write a Comment

<