სამოქალაქო აქტორების მდგრადობისთვის საჭირო ეკოსისტემის შექმნა

Back to homepage

სხვა მიმდინარე ინიციატივებთან ერთად, სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და ფილანთროპიის ხელშეწყობისთვის მოხდება შესაბამისი კანონმდებლობის, მისი აღსრულების და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ანალიზი; აგრეთვე შეფასდება, რამდენად ხელსაყრელია გარემო იმისთვის, რომ იურიდიულმა პირებმა და ინდივიდებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა განახორციელონ. გარდა ამისა, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობისა და ფილანთროპიული საქმიანობის სახელმძღვანელო, რომელშიც შემოთავაზებული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოში სამოქალაქო სექტორის მდგრადობის გასაზრდელად. რეკომენდაციები შეეხება არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ მათი აღსრულების პრაქტიკის გაუმჯობესებას, რისთვისაც შესაბამის მხარეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ, შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები და სხვა.

ამასთანავე, პროგრამა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობას და მათ საშუალო- და გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის (CR) გეგმების შექმნასა და სოციალურ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

პროგრამა ასევე მხარს დაუჭერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) საქმიანობას და მას დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში დაეხმარება. NCCE 10 ქალაქში მოქალაქეებს დემოკრატიული დიალოგისთვის პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს და ხელს უწყობს ადვოკატირებას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

Write a Comment

<