სამოქალაქო აქტორებსა და სხვა სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერება

Back to homepage

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა ხელს შეუწყობს სამოქალაქო ორგანიზაციების, ახალი სამოქალაქო აქტორების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობას, რათა გაიზარდოს ნდობა და მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უკეთესი შედეგების მისაღწევად. ამ მიზნით განხორიცლდება სხვადასხვა ინიციატივა:

შეხვედრები ცენტრიდან დაშორებულ თემებში − სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები წელიწადში რამდენჯერმე ჩავლენ ცენტრიდან დაშორებულ თემებში, უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღებენ ინფორმაციას მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ და შემდეგ პარტნიორებთან ერთად მოახდენენ ამ საკითხებზე რეაგირებას.

სამოქალაქო ორგანიზაციების სასწავლო წრეები − პროგრამა მხარს დაუჭერს მცირე სასწავლო ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულად შეიკრიბებიან სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევბზე სამსჯელოდ. სასწავლო წერეებში მონაწილეობას მიიღებენ ახალბედა აქტივისტები და გამოცდილი სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ერთმანეთისგან და მოწვეული ტრენერებისა და ექსპერტებისგან.

გაცვლითი ვიზიტები (სტაჟირება) ქვეყნის შიგნით − გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის წახალისების მიზნით პროგრამა მხარს დაუჭერს მსგავს თემატურ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ახალ სამოქალაქო აქტივისტებს შორის გაცვლით ვიზიტებს. ამასთანავე, დამწყები სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მოქმედ გამოცდილ სამოქალაქო ორგანიზაციებში სტაჟირების გავლას შეძლებენ.

აღმოსავლეთევროპელ კოლეგებთან კონტაქტების გაძლიერება და გაცვლითი სასწავლო ვიზიტები – ეს ვიზიტები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატირების ჯგუფების ძალების მობილიზებას საჯარო პოლიტიკის რეფორმების განსახორციელებლად.

თვითრეფლექსიის შეხვედრები – ეს შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება და თავს მოუყრის სამოქალაქო სექტორის, მთავრობის, კერძო სექტორის, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. თვითრეფლექსიის შეხვედრებზე განხილული იქნება სამოქალაქო აქტივიზმისა და სექტორული რეფორმების მხარდაჭერის სფეროში არსებული ძირითადი მიღწევები და გამოწვევები.

Write a Comment

<