პოლიტიკური დებატები: არჩევნები 2016 – უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

პოლიტიკური დებატები: არჩევნები 2016 – უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

16 სექტემბერს EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით გაიმართა  დებატები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის მათ საარჩევნო პროგრამებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტრის რეფორმირების ხედვების შესახებ. დებატების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – “კოალიცია ევროატლანტიკური საქართელოსთვის”.  ეს იყო კოალიციის ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიება.  დებატების მიზანი იყო  პოლიტიკური ელიტის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების საჭიროებებთან დაკავშირებით და პოლიტიკური პარტიების კონკრეტული ხედვების განხილვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ნატოს სტანდართებთან შემდგომი დაახლოების გზების თაობაზე, კერძოდ: სამართალდამცავ სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების გაძლიერების, მმართველობის გამჭვირვალე და დემოკრატიულ სტანდარტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი დაახლოების და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გაგრძელების თაობაზე.

დებატების ჩატარებამდე პოლიტიკურ პარტიებს მიეწოდათ წინასწარ მომზადებული კითხვები (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ), რომელზეც ეთხოვათ საკუთარი ხედვების წარმოდგენა. შეხვედრაზე თითოეულმა პარტიამ აღნიშნულ კითხვებზე საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბა (5-7 წუთი), რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

კითხვები, რომლის შესახებ პარტიებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს:

  • არის თუ არა ნატოში ინტეგრაცია პარტიისთვის პრიორიტეტი?
  • თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, შემცირდეს, თუ იგივე დარჩეს?
  • აპირებენ თუ არა რაიმე სახის ანგარიშვალდებულებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში?
  • ემხრობიან თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ გამიჯვნას?
  • ემხრობიან თუ არა პარლამენტში დაზვერვის და კონტრდაზვერვის სპეციალური კომიტეტის შექმნას?
  • რომელი სტრუქტურა უნდა იყოს პასუხისმგებელი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაზე, განხორციელებასა და კონტროლზე – პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო, თუ პრემიერმინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართის საბჭო?
  • შეცვლიან თუ არა კანონს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“?  და თუ შეცვლიან, როგორ?

დებატებში შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები
  • პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
    1 2 4 5 6 7 8 9

Write a Comment

<