კონფერენცია – ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების მონიტორინგი

კონფერენცია – ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების მონიტორინგი

2 ივლისს, EWMI ACCESS-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის და პირველი ექვსი თვის შედეგების შეფასება.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე,  ასევე, არასამთავრობო და ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

კონფერენციაზე მთავრობის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვეს. ასევე ხაზი გაუსვეს არასამთვრობო ორგანზიაციების განსაკუთრებულ წვლილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების საქმეში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების შედეგებზე და ამ პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე, ასევე ჰაერის დაბინძურების საკითხზე და მთავრობის წევრებთან ერთად პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამ მიზნით, დაგეგმილია ე.წ. ჭკვიანი კამერების აღჭურვა დამატებითი ფუნქციებით, რაც გააკონტროლებს გავლილი აქვს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ასევე დაგეგმილია სამგზავრო ავტობუსების განახლება და ძველი მანქანების იმპორტის შეზღუდვა.

ერთი წლის განმავლობაში, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით თბილისში და რეგიონებში ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ორგანიზაცია მოამზადებს რეკომენდაციებს, რათა მოხდეს ინსპექტირების პროცესის გაუმჯობესება.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც გაუქმდა ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 2018 წლამდე საქართველოში ავტომობილები არანაირ ტექნიკურ შემოწმებას არ გადიოდნენ. ამჟამად, საქართველოს ავტოპარკის 90%-ს მოძველებული მანქანები წარმოადგენს (10-20 წლის), რაც ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

Write a Comment

<