მშობლები ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვას ითხოვენ

მშობლები ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვას ითხოვენ

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ფსიქოლოგების გუნდი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ფსიქოთერაპიის და არტთერაპიის სესიებს უტარებენ, რათა  პანდემიით გამოწვეული დამატებითი სტრესი შეუმსუბუქონ.

სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ამის აღსანიშნავად, პროექტის ფარგლებში მომზადდა ბანერები და საინფორმაციო პოსტები ბავშვთა სიმსივნეების შესახებ. მშობლებმა ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის (მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობის) და რეაბილიტაციის ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაფარვის მოთხოვნით პეტიცია გაავრცელეს და ორ დღეში საჭირო ხელმოწერები შეაგროვეს. ახლა ისინი იურისტებთან ერთად განაგძობენ განაგძობენ ამ მიმართულებით მუშაობას. პროექტის ავტორია მარიამ მითაიშვილი.

Related Articles

Write a Comment

<