ღია საუბრები გურიაში – წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხემძღვანელები გურიის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

ღია საუბრები გურიაში – წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხემძღვანელები გურიის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

6, 7 და 8 ივლისს EWMI ACCESS-ის ორგანიზებით თბილისის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლების (მაჩხვარეთი, ბაილეთი, ჯუმათი, ჯურუყვეთი) მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ღია საუბრები გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსახლეობას საკუთარი საქმიანობა გააცნეს და  იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აინტერესებთ და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

შეხვედრები ჩატარდა არაფორმალურ გარემოში – ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებსა და სახლებში, რამაც ხელი შეუწყო ღია და თავისუფალ დიალოგს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოსხლეობას სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია გაუწიეს და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო აქტივიზმისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრებზე მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს სოფლად მცხოვრებ თითოეულ ადამიანს და მეწარმეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia),  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი (GYLA),  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მედიის განვითარების ფონდი (MDF), eugeorgia.info, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS–ის პროგრამა . მათ ასევე შეუერთდნენ გურიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები:  ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი,  ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და სხვები.

შეხვედრების მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება. შეხვედრა სწორედ იმ ადამიანებისთვის იყო გამიზნული, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი ხმის მიწვდენას გადაწყვეტილების მიმღებებთან.

ანალოგიური შეხვედრები ACCESSის ორგანიზებით შარშან ზემო აჭარის სოფლებში მოეწყო. შეხვედრების შემდეგ თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადვოკატირების შედეგად მოახერხეს რამდენიმე სოფლისთვის ადგილობრივი პრობლემის მოგვარება, ასევე ერთ-ერთ ფერმერს ბიზნეს გეგმის მომზადებაში და გრანტის მოპოვებაში დაეხმარნენ. წელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გურიაში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

110 12 11 7 7 (2) 3 2 e

 

Related Articles

Write a Comment

<