ყალბი ამბების ამოსაცნობად ონლაინთამაში შეიქმნა

ყალბი ამბების ამოსაცნობად ონლაინთამაში შეიქმნა

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ონლაინმედია on.ge, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის საფრთხეების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან მედიაპროდუქტს ქმნის. ანალიტიკური კვლევებისა და სტატიების გარდა, on.ge მკითხველს ინტერაქტიულ ტესტებსა და მარტივად აღსაქმელ პოსტერებსაც სთავაზობს.

13 იანვარს on.ge-მ შექმნა ონლაინთამაში „ააშენე სიცრუის იმპერია“, რომელიც მოთამაშეს აჩვენებს, რა გზას მიმართავენ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებლები ადამიანების გონებისა თუ ემოციების სამართავად. მოთამაშე ირგებს დეზინფორმაციული მედიის მმართველის როლს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში. ამ გზით ის ეცნობა მანიპულირების ტაქტიკებს და უკეთესად იაზრებს, თუ რა ხერხებით ცდილობენ მასზე ზემოქმედებას და რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას სხვა მომხმარებლების წინაშე.

„ააშენე სიცრუის იმპერიის” ინსპირაცია 2018 წელს გამოსული ცნობილი თამაში Get Bad News-ია, რომლის შექმნაში კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობდნენ. Get Bad News-ს „ყალბი ამბების ვაქცინასაც“ უწოდებენ.

თამაშის ქართულ ვერსიაში გამოყენებული ყველა სიტუაცია საქართველოს რეალობიდან არის აღებული. თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის.
დღევანდელი მონაცემებით ამ თამაშში უკვე 13400-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

Related Articles

Write a Comment

<