ვიცავთ რაჭას – ადვოკატირების კამპანია რაჭაში გარემოს დასაცავად

ვიცავთ რაჭას – ადვოკატირების კამპანია რაჭაში გარემოს დასაცავად

მაისის ბოლოს, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“, მედიაპორტალ „მთის ამბებთან“, რაჭის სათემო ორგანიზაციასთან და „მწვანე ალტერნატივასთან“ თანამშრომლობით დაიწყო ადვოკატირების კამპანია #ვიცავთრაჭას. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას და გაერთიანებას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემის ფაქტზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნას; ასევე, რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და მასში იმ 104 712 ჰექტარი ტყის მოქცევას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია – რაჭის 30 სოფელში აქტივისტები ივლიან კარდაკარ და მოსახლეობას მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს 49 წლით რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის გასხვისება; ასევე, რატომ უნდა მოითხოვონ რაჭის ეროვნული პარკის შექმნა და რა სარგებელს მოუტანს ის რაჭველებს და რაჭას. საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, პროექტის გუნდი მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას რაჭის ეროვნული პარკის შესაქმნელად და ამ მიზნით პარლამენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ითანამშრომლებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება სარჩელი ტყის გასხვისებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუქციონისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

Write a Comment

<