საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა საქართველოს 10 ქალაქში

საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა საქართველოს 10 ქალაქში

11 ივლისს, საქართველოს 10 ქალაქში (ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საარჩევნო მედიაცენტრები გაიხსნა. მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს საჯარო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის ღია და ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ.  მედიაცენტრებით სარგებლობა (საკონფერენციო ოთახი, შეხვედრის ოთახი, კომპიუტერული ტექნიკა) ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წინასწარ დაჯავშნის პრინციპით.

მედიაცენტრების მიზანია საქართველოს რეგიონებში არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, რათა მოქალაქეებმა არჩევნების დღეს ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

უფრო კონკრეტულად, მედიცენტრების ფუნქციებია:

• მედიაბრიფინგების და წინასაარჩევნო დებატების ორგანიზება და მასპინძლობა. დებატებზე საარჩევნო სუბიექტები მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამებს წარუდგენენ და მოქალაქეების და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
• საარჩევნო პროცესთნ დაკავშირებით დისკუსიების ორგანიზება და მასპინძლობა.
• საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ტრენინგების და საინფორმაციო სესიების ორგანიზება და მასპინძლობა.
• არჩევნების დღეს სხვადვა აქტივობის ორგანიზება: სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების ბრიფინგები; სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

მედიაცენტრები იმუშავებენ ყოველ დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 – 19:00 სთ-ებში. არჩევნების დღეს ათივე მედიაცენტრი გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ  2017 წლის დეკემბრის ჩათვლით.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

Write a Comment

<