USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა” აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს “ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“ (ICG). კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.
ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი, თითოეულის ბიუჯეტი $10,000-დან $25,000-მდე იქნება, ხოლო ხანგრძლივობა – 12 თვემდე.
საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 მაისი.
საგრანტო განაცხადები მიიღება ინგლისურ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (იხ. დანართები).
განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა