სამოქალაქო აქტივიზმი პანკისის ხეობაში

სამოქალაქო აქტივიზმი პანკისის ხეობაში

2015 წლის სექტემბრიდან პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით პანკისის ხეობის სოფლებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მრავალი ინიციატივა მიმდინარეობს:

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში პირველი პეტიცია წარადგინეს

CCA - Petitions

ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის

2015 წლის დეკემბერში, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის დახმარებით, პანკისის ხეობის სოფლების – ომალოს და ჯოყოლოს მოსახლეობამ, საერთო ხასიათის პრობლემების მოგვარების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი პეტიციით მიმართა. თითოეული პეტიცია ხელმოწერილია 330 ამომრჩევლის მიერ. წარდგენილი პეტიციებით მოთხოვნილია სოფელ ომალოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსება და ნაგავსაყრელების მოწყობა, ხოლო სოფელ ჯოყოლოში – სტადიონის რეაბილიტაცია. ადგილობრივ თვითმმართველობებში პეტიციის ინსტიტუტი 2010 წლის 15 ივნისიდან იქნა შემოღებული და თავდაპირველად მხოლოდ საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების ინიცირებით შემოიფარგლებოდა. 2015 წლის 22 ივლისს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, პეტიციის წარდგენა შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტისა და მის ტერიტორიაზე არსებული ცაკლეული დასახლებების საერთო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარების მიზნითაც. მიუხედავად ამ ცვლილებისა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საერთო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარების მიზნით პეტიციის წარდგენის შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა – ამ მხრივ პანკისის ხეობის მოსახლეობის პეტიცია პირველი პრეცედენტია.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი დაეხმარება ადგილობრივებს, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა პეტიციებში დაყენებული პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღონ.

 

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში პირველ სათემო რადიოს ხსნის

პანკისის ხეობაში მოსახლეობას ნაკლებად აქვს საკმარისი და მრავალფეროვანი ინფორმაცია როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ამ საინფორმაციო ვაკუუმის შესავსებად, ასევე იმისთვის, რომ ადგილობრივები სხვადასხვა უნარ-ჩვევას დაეუფლონ და მიიღონ სამოქლაქო განათლება, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა პანკისის ხეობაში პირველი სათემო რადიო დააფუძნა, რომელიც ინტერნეტში უკვე მაუწყებლობს. ცენტრმა ახლახან მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია და რამდენიმე კვირაში მაუწყებლობა FM სიხშირეზეც დაიწყება. რადიო  იქნება ორენოვანი (ქართულ- ჩეჩნური). საინფორმაციო პროგრამების გარდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები საავტორო, მათ შორის სადისკუსიო გადაცემებსაც მოამზადებენ.

„რადიოში განსაკუთრებული ყურადღება  იმ პრობლემების გაშუქებას დაეთმობა, რომელ

Pankisi Youth - 1

მოქალაქე რეპორტიორები ჟურნალისტურ მასალებს ამზადებენ

იც პანკისის ხეობის მოსახლეობას აწუხებს. მოხდება ფაქტებისა და მოვლენების დაბალანსებული გაშუქება, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობის კონტექსტში. რადიოს ამოქმედება ხელს შეუწყობს თემის თითოეული წევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გააქტიურებას. დისკუსიების გამოყენებით თემის წევრები შეეცდებიან ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა გამჭვირვალე გახადონ. რადიო WAY ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს ნეგატიური იმიჯი პანკისის ხეობის მოსახლეობის მიმართ“ – ამბობს რადიო WAY–ის რედაქტორი. რადიოს ეთერში ასევე მომზადდება ინგლისური და ჩეჩნური ენის გაკვეთილები.
სათემო რადიოს მუშაობაში ჩაერთვება 8 მოქალაქე რეპორტიორი, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი გაიარეს და შეისწავლეს ჟურნალისტური მასალების მომზადება და შესაბამისი ტექნიკის გამოყენება. სათემო რადიოში მოქალაქე რეპორტიორებს საშუალება მიეცემათ დახვეწონ საკუთარი პროფესიული უნარები, მოამზადონ მასალები ხეობის მნიშვნელოვან საკითხებზე და გააშუქონ ხეობაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საკითხები, რაც, თავის მხრივ მათ სამოქალაქო ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ხელშეწყობით პანკისში რამდენიმე ბიზნესიდეა დაფინანსდა

trainings in proposal writing

ტრენინგი პროექტის წერაში და ფონდების მოძიებაში

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბიზნესიდეების დამუშავებაში, პროექტების ინიცირებასა და დაფინანსების მოპოვებაშიც ეხმარება.  ამ მიზნით, ცენტრმა დაახლოებით 70 დაინტერესებულ პირს ჩაუტარა ტრენინგები საპროექტო განაცახდის მომზადებაში, ფინანსების მოძიებაში და პროექტის მართვაში. ტრენინგების შემდეგ რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ბიზნეს განაცხადი წარადგინა და დაფინანსება მიიღო. შედეგად, სოფელ ჯოყოლოში მალე ინტერნეტკაფე გაიხსნება. ამავე პროგრამის დაფინანსებით სოფელ ომალოში ავტოსახელოსნო გაისხნა.

პრესტური პანკისის ხეობაში

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ორგანიზებით, პანკისის ხეობაში პრესტური მოეწყო, რომელშიც ქართული და უცხოური მედიის 11 ჟურნალისტი მონაწილეობდა. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები შეხვდნენ როგორც ტრადიციული, ასევე ფუნდამენტური ისლამის თემის წარმომადგენლებს, Press tourხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ისაუბრეს ხეობაში არსებულ პრობლემებზე.  პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ პანკისის მოსახლეობას, მათი ცხოვრების წესსა და ტრადიციებს. მიღებული ინფორმაცია ჟურნალისტებს დაეხმარება პანკისის ხეობის შესახებ უფრო მრავალფეროვანი ჟურნალისტური მასალების მომზადებაში.

Related Articles

Write a Comment

<