EWMI ACCESS-ი საქართველოს რეგიონებში ხუთ ახალ პროექტს აფინანსებს

ივნისში ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, კონკურსის მთავარი თემა იყო ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენა და საარჩევნო პროგრამებში მათი ასახვა, ასევე საარჩევნო პროცესებში ქალების გააქტიურება.

კონკურსის ფარგლებში სულ 35 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 5 პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. პროექტები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მოიცავს  საინფორმაციო კამპანიას, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ დებატებს და დისკუსიებს, ტრენინგებს საარჩევნო და ადვოკატირების საკითხებში, რათა ქალებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა. სპეციალური ყურადღება დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წამომადგენელ ქალებს.

გამარჯვებული ორგანიზაციები არიან:

• ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
• ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო
• სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
• ქალები რეგიონის განვითარებისათვის

პროექტები დაიწყება ივლისის მეორე ნახევარში.  EWMI ACCESS-ი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

Write a Comment

<