არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის რეფორმას აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის რეფორმას აფასებენ

Local Selfgovernance assessmentროგორ მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაციის პროცესი –  ამ საკითხზე წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან) 16 ივნისს  ერთობლივი შეფასების ანგარიში წარადგინეს და იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც თან ახლავს დეცენტრალიზაციის პროცესს.

ეს იყო პირველი შეფასება, რომელიც თბილისის და რეგიონების არასამთვრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მოამზადეს.

კვლევის შედეგად ძირითადად შემდეგი პრობლემები გამოვლინდა:

  • თვითმმართველობის უფლებამოსილებები და მათი გამიჯვნა ცენტრალური ხელისუფლებისგან – ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ნათლად გამიჯნული ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, რაც ხშირ შემთვევაში აფრეხებს საქმიანობებს.
  • ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა – ზოგ შემთხვევებში სატენდერო პირობები ისე დგება, რომ გარკვეულ კომპანიას/კერძო პირს მოერგოს. ასეთი პრაქტიკა ზრდის კორუფციის საფრთხეს. ასევე, ხდება გამარტივებული შესყიდვების გამოყენება, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი თანხების საჯარო და გამჭვირვალე პროცედურების გავლის გარეშე იხარჯება.
  • საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია და სამსახურში აყვანის პროცესის გამჭვირვალობა – დიდ პრობლემას წარმოადგენს ნეპოტიზმი, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების სამსახურში აყვანის დროს; ასევე კადრების კვალიფიკაციის დაბალი დონე.
  • საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნება – პრობლემურია საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიღება. გარდა ამისა, ზოგ მუნიციპალიტეტს არ აქვს ვებგვერდი, სადაც უნდა იყოს განთავსებული აღნიშნული ინფორმაცია.
  • ფინანსური დამოუკიდებლობა – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კვლავ დამოკიდებული არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე. გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა რეალურად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების გათანაბრებას.
  • მოქალაქეთა ჩართულობა – აშკარაა კონონმდებლობით განსაზღვრული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის პრაქტიკაში დანრგვის აუცილებლობა. როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე მსოახლეობას არ აქვთ ინფორმაცია და გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოხდეს მოქალაქეთა ჩართვა თვითმმართველობის პროცესში. ამ კუთხით ნებისმიერი აქტივობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ხდება, რაც არაა საკმარისი.

პრობლემური საკითხების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ დადებით მოვლენებზეც ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს რეალურ დეცენტრალიზაციას, კერძოდ: გამგებლების და მერების პრიდაპირი წესით არჩევა, ასევე შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნა.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოხატეს.

შეფასების ანგარიში მოამზადეს სამოქალაქო განივთარების სააგენტომ (სიდა) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)  რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციასთნ თანამშრომლობით, EWMI ACCESS-ის და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.

local governance

 

Write a Comment

<