კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი

27 მაისს, თბილისში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR კლუბი) დაფუძნების ცერემონია გაიმართა. კლუბის შექმნის  ინიციატორები არიან ACCESS-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა“. საზეიმო ცერემონიას ბიზნესკომპანიების ლიდერები, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანზიაციების და მედიის წარმომადგნლები დაესწრნენ.
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი არარეგისტრირებული კავშირია, რომლის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესკომპანიების ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. კლუბში გაწევრიანებულია 71 ბიზნეს,სამოქალაქო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია. კლუბს მართავს   გამგეობა, რომლის წევრები არიან თიბისი ბანკის, საქართელოს ბანკის, „ბორჯომის“, „ავერსის“, „ჯი პი აი ჰოლდინგის“, „ჯეპრა“-ს, არასამთავრობო ორგანიზაციების: „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს“ და „სიდას“ წარმომადგენლები – სულ 8 წევრი.

დღემდე ბიზნესკომპანიები სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებენ, თუმცა ამ პროცესში ნაკლებად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან მუშაობენ, ბენეფიციარების საჭიროებების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობენ. ამრიგად, სოციალური პასუხოსმგებლობის კლუბის ფარგლებში ბიზნესკომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები  საკუთარი რესურსებს გააერთიანებას შეძლებენ, რათა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების შესაბამისად უფრო ეფექტიანი პროექტები განახორციელონ. კლუბის წევრებს შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა თბილისში 13 ივნისის წყალდილობის შემდომ დღეებში შედგა: ბიზნესკომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციის შედეგად შესაძლებელი გახდა სტიქიით დაზარალებულთა მოთხოვნილებების სწრაფად და უფრო მიზნობრივად დაკმაყოფილება. კლუბის წევრები ასევე კოორდინირებულ დახმარებას უწევდნენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელ ღონისძიებებში ჩართულ მოხალისეებს (საკვების, წყლის, სამუშაო იარაღების და სხვა საჭირო ნივთების მიწოდებას ადგილებზე). გარდა ამისა, სტიქიის დღეებში კლუბის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, სადაც თავმოყრილი იყო ინფორმაცია კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარების შესახებ. საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით, რომლის განახლება ყოველდღიურად ხდებოდა, მზადდებოდა ანგარიშები მედიისთვის. კლუბის წევრმა ორგანიზაციებმა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ჯამში 10 მილიონი ლარი გაიღეს.

29 სექტემბერს კლუბის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, სადაც მოხდა კლუბის უკვე შესრულებული საქმიანობების შეფასება და მომავალი წლის დაგეგმვა. კლუბს ამჟამად აქვს ვებგვერდი, სადაც ხდება სიახლეების განთავსება.

ACCESS-ის პროექტი ფასილიტაციას გაუწევს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მუშაობას და დაეხმარება კონკრეტული სოციალური ინიციატივების განხორციელებაში.

14. Board of the CSR Club16. CSR Club Board Member from Leading national NGO - TI-Georgia21. Signing of CSR Club Charter (3)22. Signing of CSR Club Charter (4)23. Signing of CSR Club Charter (5)EDITED4. CSR Club Presentation CeremonyCSR Club

Related Articles

Write a Comment

<