პარტნიორები

Back to homepage

პროგრამის განხორციელების პროცესში EWMI-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ შემდეგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები:

  • CANVAS (გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრი) − მსოფლიო ლიდერი წარმატებული არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  • ZINC Network − უმაღლესი კლასის კომუნიკაციების სააგენტო, რომელიც კვლევის, მედიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხერხების გამოყენებით სამოქალაქო აქტორებს მიზნობრივი და ხელშესახები სოციალური ცვლილებების მიღწევაში ეხმარება.
  • არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL) − მსოფლიოში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ფილანთროპიისა და სამოქალაქო ჩართულობის საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობს.
  • სათემო ფონდის ევროპული ინიციატივა (ECFI) − ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია ევროპაში სათემო ფონდების გაძლიერება და ხელშეწყობა.
  • ორბელიანი საქართველოთანხების მოძიების (ე. წ. ქრაუდფანდინგის) წამყვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც არაფორმალურ სამოქალაქო ჯგუფებსა და სამოქალაქო აქტივისტებს საკუთარ თემში სასარგებლო ინიციატივების განხორციელების საშუალებას აძლევს.
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სოციალური და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების როლის გაძლიერებას.
  • გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG)წამყვანი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულებას და ბიზნესის სექტორში მდგრად მიდგომებს ნერგავს.
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE) − ათი რეგიონული სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ქსელი, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობასა და პროფესიულ ურთიერთობებს სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიებისა და ინიციატივის მასპინძლობისა და ორგანიზების მეშვეობით.

Write a Comment

<