მოქალაქეების მიერ თანადაფინასებული მოხალისეობრივი ინიციატივით რაჭის სოფლების პოპულარიზაცია იწყება

მოქალაქეების მიერ თანადაფინასებული მოხალისეობრივი ინიციატივით რაჭის სოფლების პოპულარიზაცია იწყება

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ სოციალური პროექტების თანადაფინანსების ონლაინ პლატფორმა „ორბელიანი მეტი“ აამოქმედა. მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი ინიციატივები ამ პლატფორმაზე დაარეგისტრირონ და საჭირო თანხის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყონ. თუ იდეის განსახორციელებლად თანხის ნახევარი შემოწირულობებით (crowdfunding) შეგროვდება, მეორე ნახევარს „ორბელიანი საქართველო“ და EWMI ACCESS-ი დააფინანსებენ.

ივლისის ბოლოს პლატფრომაზე განთავსებული 13 პროექტიდან ერთ-ერთმა უკვე შეაგროვა საჭირო თანხის 50%. პროექტის სახლეწოდებაა „დაწერე რაჭული ოდების ისტორია“, მისი ინიციატორი კი რაჭის სათემო ორგანიზაციაა.

საქართველოში ბოლო ათწლეულებში მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (37%) სწორედ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. რაჭის ბევრ სოფელში 10-ზე ნაკლები მოსახლეა, რამდენიმე სოფელი კი გაუკაცრიელდა. პროექტის მიზანი რაჭის დაცლილ ან დაცლის პირას მყოფ სოფლებში ასწლოვანი კოლხური ოდა სახლების ფოტოდოკუმენტირება და ელექტრონული, ორენოვანი (ქართული-ინგლისური) ჟურნალის შექმნაა, სადაც ამ სახლებისა და მათი პატრონების მოკლე ისტორიებიც განთავსდება. ასევე, შეიქმნება რუკა, რომელზეც ოდების კოორდინატებით თემატური მარშრუტები იქნება დატანილი.

ინტერნეტში გამოქვეყნებული ოდა სახლების მდიდარი ფოტომასალა და მათთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები ამ სახლების პოპულარობას გაზრდის და მნახველს მიიზიდავს. თემატური მარშრუტები ხელს შეუწყობს ადგილობრივი კულტურის წარმოჩენას და დანგრევის პირას მყოფი სახლების გადარჩენას.

პროექტის ღირებულება 5000 ლარია. 2600 ლარი მოქალაქეების შემოწირულობებით შეგროვდა, დანარჩენ თანხას კი „ორბელიანი საქართველო“ გასცემს.

სხვა პროექტების გასაცნობად და მხარდასაჭერად ეწვიეთ პლატფორმას https://orbelianimeti.ge/.

Write a Comment

<