მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოქალქეების მობილიზება ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საგრანტო პროგრამით დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ, ეფექტიან და მდგრად ჩართულობას ცნობიერების ამაღლების, მოქალაქეთა ინფორმირების ან/და ადვოკატირების გზებით.

პროექტები შეიძლება მოიცავდეს ისეთი ტიპის აქტივობებს, როგორებიცაა: ცნობიერების ამაღლება, ანტიდასავლური მითების მხილება და მსხვრევა, ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა და ანალიზი, ადვოკატირებისა და საინფორმაციო კამპანიები,  მოქალაქეთა მობილიზაციისა და ჩართულობის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც შეძლებენ დაუპირისპირდნენ ადგილობრივი თემის ანტიდასავლურ ნარატივებს. საპროექტო განაცხადებში უნდა იყოს წარმოჩენილი ანტიდასავლური დეზინფორმაციის ის საკითხები, რომლებიც მეტად გავრცელებულია კონკრეტულ თემში (რეგიონში) და მეთოდები, თუ როგორ იგეგმება ამ მითების მსხვრევაში მოქალაქეების და სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება და ჩართვა.

საგრანტო პროგრამის ვადები:

  • კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება – 26 ნოემბერი, 2016
  • ღია კარის დღე – 5 დეკემბერი, 2016
  • საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 26 დეკემბერი, 2016
  • გამარჯვებული საგრანტო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება – 30 აინვარი, 2017

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში:

rfa_geo

Related Articles

Write a Comment

<