კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

Back to homepage

ორგანიზაციის პროფილი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი  1999 წელს დაარსდა. ცენტრი მხარს უჭერს თანამედროვე ლიდერობისა და სამუშაო კომპეტენციების მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებას; ასევე, დახმარებას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციას საორგანიზაციო სისტემების და სტრუქტურების გაძლიერებაში. ამ მიზნით ცენტრი დაინტერესებულ ჯგუფებს  სხვადასხვა ტრენინგ კურსებს და კონსულტაციებს სთავაზობს.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი საკუთარ მომსახურებას ღია კურსების, კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული დაკვეთილი ტრენინგისა და საკონსულტაციო ფორმით ახორციელებს.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ასევე სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ თემატურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც ორიენტირებულია ცალკეული პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების განათლებისა და განვითარების მხარდასაჭერად.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მომსახურება და სასწავლო კურსები გამიზნულია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისათვის. კერძოდ:

  • საზოგადოებრივი, არამომგებიანი ორგანიზაციები
  • საჯარო დაწესებულებები
  • განვითარების პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები
  • მცირე და საშუალო ბიზნესი
  • სოციალური საწარმოები
  • ცალკეული ინდივიდები, ვისაც საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება სურს.

 

დაარსების დღიდან კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა  2000-ზე მეტი ტრენინგ კურსი ჩაატარა,  20 000-ზე მეტი მონაწილე გადაამზადა; 20 შედარებით დიდი და კიდევ უფრო მეტი მცირე ზომის პროექტი განახორციელა.

 

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის პრიორიტეტული თემებია: საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის უზრუნველყოფა; ადგილობრივო ფილანტროპიის განვითარება; სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა მცირე ბიზნესისა და თემის განვითარებით; სამოქალაქო კულტურისა და ქცევის სტიმულირება.

დაამატებითი ინფორმაციისთვის იხილერთ ცენტრის ვებგვერდი: http://www.ctc.org.ge/

Write a Comment

<