თბილისში ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები

თბილისში ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები

11 ივნისს, EWMI ACCESS-ის პარტნირომა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების შედარებითი ანალიზის პრეზენტაცია გამართა. პირველი კვლევა 2018 წლის პირველ კვარტალში ჩატარდა, განმეორებითი კვლევა კი ზუსტად ერთი წლის შემდეგ (2019 წლის პირელი კვარტალი). კვლევის მიზანი ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) და მავნე მიკრონაწილაკების (PM2.5 და PM10) კონცენტრაციის დადგენა იყო. ეს  ნივთიერებები რესპირატორული დაავადებების და ინფექციების რისკს ზრდიან.

მკვლევარებმა წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი მდებარეობს. შესწავლილ იქნა გარემოს ეროვნული  სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge მონაცემები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის SMART-AtmoSim Lab-ის სინჯები. შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და დაშვებულ ნორმას 58%-ით აღემატება (2018 წელს ეს მაჩვენებელი დაშვებულ ნორმას 33%-ით აღემატებოდა). PM2.5-ის მაჩვენებელი კი 15%-იდან 16%-მდე გაიზარდა. CO-ს დონე ჰაერში ნორმაზე დაბალი დაფიქსირდა. აზოტის დიოქსიდის ძირითადი წყაროა შიგაწვის ძრავზე მომუშავე ავტომანქანები, მიკრონაწილაკების (PM2.5) მნიშვნელოვანი წყაროებია ასევე მშენებლობები და სხვა ბუნებრივი წყაროები.

ამჟამად ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას გამონაბოლქვში მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა მოწმდება (როგორც აღინიშნა, ეს დამაბინძურებელი ნორმაზე დაბალია). სხვა დამაბინძურებლების კონტროლი (NO2) 2020 წლიდან დაიწყება, ასევე 2020-დან ტექნიკური ისპექტირების პროცესში კატალიზატორები სავალდებულო ხდება.

კვლევა EWMI ACCESS-ის ხმარდაჭერით ჩატარდა.

EWMI ACCESS-ი და GASR-ი განაგრძობენ აქტიურ კამპანიას, რომლის მიზანია თბილისში ჰაერის ხარიხსის გაუმჯობესება და ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა.

კვლევის შედეგები იხილეთ აქ. 

Related Articles

Write a Comment

<