ჰაერის ფილტრი

ჰაერის ფილტრი

ჯამპსტარტ ჯორჯია EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს – “ჰაერის ფილტრი”. პროექტის მიზანია შექმნას და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებისა და პირების ქსელს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით მუშაობენ, ან ამ თემატიკით არიან დაინტერესებული. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ვებპორტალი www.filter.ge სადაც ადამიანები შეძლებენ, მიმზიდველი და მარტივად გასაგები სახით მიიღონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ასევე გაიგონ როგორ შეიძლება შეცვალონ მათი ყოველდღიური ჩვევები, იმისათვის, რომ გარემო ნაკლებად დააზარალონ. პლატფორმის მომხმარებელს ასევე შეეძლება თავად ჩაერთოს უკეთესი გარემოს შექმნის პროცესში და ყოველთვე დადოს პირობა, რომ დანერგავს ცვლილებებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.  ჩვენ მიერ, ვებპორტალზე შეთავაზებული “პირობები” წარმოადგენს მარტივ ქმედებებს, რომელიც ადვილი განსახორციელებელია და დასანერგია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მაგ: შეცვალეთ თქვენი სამსახურამდე ან სკოლამდე მისასვლელი მარშრუტი, აირჩიეთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტი, გახდით უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებელი და ა.შ.

პროექტის ძირითადი მიზანი და ჰეშთეგია #შენქმნიგარემოს. ჯამპსტარტ ჯორჯია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ეცდება დაეხმაროს ხალხს, გაზდნენ უფრო უფრო აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობენ.

იხილეთ მარიამ გამხარაშვილის ბლოგი https://jumpstart.ge/ka/blog/jampstarti-axal-proekts-icqebs

 

Write a Comment

<