სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი “იმოქმედე ახლა”

სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი “იმოქმედე ახლა”

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებს, სწრაფი რეაგირება მოახდინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისსა და გამოწვევებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს კრიზისის შემცირებისა და დაძლევისკენ მიმართულ სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

  • COVID-19-ის გავრცელების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მინიმიზაცია
  • ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
  • ნაციონალური ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზრდელად სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.

საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და მისი დროულად განხორციელება – კრიტიკული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში  – 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს.

საგრანტო თანხა:                                         $500-დან $5000-მდე

პროექტების ხანგრძლივობა:                    2 კვირიდან – 2 თვემდე  

განაცხადების შემოტანის ვადა:               ღია

 

საპროექტო იდეების წარდგენა:

 დარეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ბიუჯეტი (დეტალურად გაწერილი ხარჯები).

არარეგისტრირებულმა სამოქალაქო ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთების/სერვისების დეტალური ჩამონათვალი შესაბამისი ფასებით და შესაძლო მიმწოდებლებით.

სწრაფი რეაგირების გრანტების ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • ორგანიზაციების მიმდინარე პროექტები
  • სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება
  • ოფისის საოპერაციო ხარჯები (ქირა, კომუნალური გადასახადები, თანამშრომლების ხელფასები)
  • ორგანიზაციები, რომელთა წლიური ბიუჯეტი არის $200,000 და მეტი
  • უკვე გაწეული ხარჯები

პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა EWMI ACCESS-ს უნდა წარუდგინონ მოკლე პროგრამული ანგარიში. ორგანიზაციებმა დამატებით უნდა წარადგინონ ფინანსური ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება ელექტრონულად ინგლისურ ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ „სწრაფი რეაგირების გრანტი“. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მანანა ტატიშვილს, EWMI ACCESS-ის მონიტორინგისა და შეფასების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მისამართზე mtatishvili@ewmi.org.

EWMI ACCESS – – სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის სააპლიკაციო ფორმა

 

Related Articles

Write a Comment

<