საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში – 2018

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში – 2018

EWMI ACCESS- ის მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეაფასებს 2018 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ასევე, შეფასდება საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკა. ამ მიზნით, IDFI გააანალიზებს შემდეგ მონაცემებს: ა) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მთავრობის პასუხების (რეაგირების) ოფიციალური სტატისტიკა; ბ) მთავრობის პასუხები IDFI-ის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე; გ) საჯარო უწყებების ვებგვერდების კონტენტი. კვლევის შედეგების საფუძველზე, IDFI გამოავლენს ყველაზე ღია და დახურულ საჯარო უწყებებს და მათ შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს. პროექტის ფარგლებში გამოიცემა კვლევის ანგარიშები.

პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი – 15 ივლისი, 2019. პროექტის ბიუჯეტი – 14,995 აშშ დოლარი.

Write a Comment

<