კამპანია „უფლება გაქვს, იცოდე“ – ACCESS-ის ანგარიში საზოგადოებას

კამპანია „უფლება გაქვს, იცოდე“ – ACCESS-ის ანგარიში საზოგადოებას

EWMI ACCESS-მა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში სლოგანით „უფლება გაქვს, იცოდე“.  შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები  ეცნობიან ACCESS-ის მიზნებს, ძირითად მიდგომებს, ბოლო 4 წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გაუზიარონ ACCESS-ს ამ აქტივობებთან და ზოგადად, სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით.

13 ნოემბერს, პირველი ასეთი შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.  მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ACCESS-ის საქმიანობაზე, მათ შორის, ახალ საგრანტო კონკურსზე, რომელიც მომავალ კვირას გამოცხადდება და ორგანიზაციული განვითარების  მიმდინარე პროგრამაზე.

განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა სამოქალაქო სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევებიც იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციფიკაზე, დაფინანსების მიღების სირთულეებზე, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვევულ პრობლემებზე და სხვა საკითხებზე. ACCESS-ის წარმომადგენლებმა  მონაწილეებს საკუთარი დაკვირვებები და რეკომენდაციები გაუზიარეს როგორც პროექტების დაგეგმვისა და დონორებთან თანამშრომლობის, ისე მოქალაქეებთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობის და მათი ინტერესების გატარების კუთხით.

საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული პროცედურული ბარიერების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, ACCESS-მა საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. კერძოდ, დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოკლედ – ერთ ან ორ გვერდზე – აღწერონ პროექტის ძირითადი იდეა და ეს იდეა (ვიდეოგანმარტებასთან ერთად ან მის გარეშე) გაუგზავნონ ACCESS–ს. ვიდეოგანმარტებით/ვიდეოჩანაწერით ორგანიზაციებს შეუძლიათ ზეპირად ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი იდეების არსი და მნიშვნელობა, რომ ისინი კიდევ უფრო გასაგები გახადონ.

ACCESS–ი მსგავს შეხვედრებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩაატარებს შემდეგი განრიგით:

  • 15 ნოემბერი, 13:00 სთ – თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • 16 ნოემბერი, 13:00 სთ – გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • 13 დეკემბერი, 14:00 სთ – ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • 14 დეკემბერი, 12:00 სთ – ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

დასწრება თავისუფალია.

Related Articles

Write a Comment

<